მინერალები
მინერალები
არის კრისტალური აღნაგობის მქონე ქიმიურ ელემენტთა ქიმიური ნაერთი
(იშვიათად ხალასი ელემენტი), როემელიც
წარმოადგენს დედამიწის ქერქსა და მანტიაში მიმდინარე სხვადასხვა
ფიზიკურ-ქიმიური პროცესების პროდუქტს. მინერალები,
უმთავრესად, მყარი სხეულებია -
კრისტალური, ზოგჯერ ამორფული,
ერთად-ერთი თხევადი მინერალია თვითნაბადი მინერალი
ვერცხლისწყალი.
მინერალთა უმრავლესობა იონური
და კოვალენტური ნაერთებია, ნაკლებად არის გავრცელებული ლითონშორისი
ნაერთები, ხოლო მოლეკულური - მეტად
იშვიათია.
თვისებები - მინერალების
თვისებები განპირობებულია მათი სტრუქტურითა და შედგენილობით.
იზომორფიზმის, მიკროარაერთგვაროვნების,
სტრუქტურული მოუწესრიგებლობისა და დეფექტების გამო. მინერალების
ბუნებრივი კრისტალების თვისებები ყოველთვის მუდმივი არ არის,
მინერალების ძირითადი ფიზიკური თვისებებია:
ფორმა,
სიმაგრე, ტკეჩვადობა, ფერი,
ელვარება, გამჭირვალება და ა.შ.
საქართველოში გავრცელებული
მინერალები. |