>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

პოეზია


საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მკაფიო სურათის აღდგენა ჯერჯერობით მხოლოდ ჩ.წ. I ს-იდან  შეიძლება. არსებობს ნივთიერი კულტურის შესასწავლად არქეოლოგიის, ენათმეცნიერების და წერილობითი ძეგლებიდან ამოღებული ცნობები.

მსჯელობას ცოტა შორიდან დავიწყებთ. კარგა ხანს ისე იყო მიღებული, რომ, კავკასიაში პირველივე მკვიდრნი ლითონის მცოდნენი იყვნენ. ამას უძველეს სამარხებში აღმოჩენილი ნივთებიც ადასტურებს. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ძვირფასი ლითონის წარმოშობაც უძველესი დროიდან იყო განვითარებული. კავკასიაში გათხრილი სამარხებიც ამას დასტურებს. ტანსაცმელთან ერთად ნაპოვნია სხვადასხვა სამკაულები, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვისც. კერძოდ, ოქროს ქინძისთავები, მათ შორის რამდენიმე ძველი და დიდთავიანი გარეთა ტანისამოსის მკერდთან შესაკრავად ყოფილა  ნახმარი.

“ასევე, ყელზე და გულმკერდზე მუცლის  არემდე მამაკაცს შუშისა და სხვაგვარი მძივების ძეწკვი ჰკიდებია. მაჯებზე - რამდენიმე ბრტყელი და წვრილი ოქროს სამაჯურები. ქალებსაც უხვად ჰქონიათ სამკაულები, რომელიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ზოგჯერ ოქროს სხვადასხვა სახის საყურეებისაგან, ბეჭდებისა, მრგვალი, ან გრეხილი ლითონისა და მარგალიტ-ნიჟარა-მძივებისაგან ასხმული ყელსაბამებისა, სამაჯურებისა, ქინძისთავებისა, სარჭობებისა და ჩანჩხურ-ძეწკვჩამოსაკიდებისაგან შედგებოდნენ“.

მემატიანე გვამცნობს, რომ ფარნავაზს დიღმის ველზე უნადირია. წვიმის წამოსვლისას გამოქვაბულისათვის შეუფარავს თავი და სიზმარიც ახდენია, იქ მან აურაცხელი განძი, უამრავი ოქრო და ვერცხლი იპოვა. უფლის ნებით, ხუთი ღამე ეზიდებოდნენ თურმე  სახედრებით იმ განძს, რისი დახმარებითაც აზონი დაამარცხა ქუჯისთან ერთად.

უცნობი ავტორი “წმ.ნინოს ცხოვრებაში“ მოგვითხრობს მცხეთაში არსებულ კერპებზე, კერძოდ: „დგა კაცი სპილენძისაი და ემოსა ჯაჭვი ოქროსაი და სამხრენი ოქროსაი და თავსა ებურა  ჩაფხუტი ოქროსაი და აქვნდეს თვალად მისსა  ქვანი ბივრიტი და იაკინთი. ხოლო მარჯვენით კერძო უდგა კაცი ოქროსაი და სახელი მისი  გაცი, და სხაი ერთი მარცხენით-ვერცხლისაი, და ეწოდა  მას გაიმი”.

      შოთა  რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ წარმოდგენილია მთელი რიგი მეტაფორული სახეები, რომელთაც  სხვადასხვა  კონტექსტში სხვადასხვა ნიუანსური სხვაობით იმეორებს  პოეტი. მაგ:

                           

„შეკრა წითელი ასი ათასი  პირად მზემან და ტანად სარომან

სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან  მიმახვდარომან“

 

 „მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა“

 

 „მელნად ვიმარე გიშრის ტბა და კალმად მენა  რხეული“

 

  

 ალექსანდრე ჭავჭავაძე

„გოგჩა“

 

„ვარდი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრანი“

 

გრ. ორბელიანი

„სადღეგრძელო“

„ღამით ვარსკვლოვანს  ფირუზსა, მთოვარით განათებულსა"

 

ილია ჭაჭავაძე

„აჩრდილ“

              

„გრძნობას-ოქროსა ფასად  ჰყიდიან

და დაჟანგებულ ბორკილზედ სცვლიან

თავის მამულის თავისუფლებას“

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში,მინეროლოგიის მუზეუმის დათვალიერებისას, ვნახეთ ოთახი,რომელშიც იწვა და გარდაიცვალა ვაჟა–ფშაველა; მისი ბიუსტის დანახვისთანავე გამახსენდა მისი სიტყვები:

         

 

 

 

„ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი;

ზედ მარგალიტის ღილითა.“

 

 

და სწორედ აქ  ჩაეყარა ჩვენს თემას საფუძველი.

 

 

 

 

 

აკაკი წერეთელი:

                      

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო

ჩემო სამშობლო მხარეო“

 
Hosted by uCoz