>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

გეოგრაფია


ბოლნისის რაიონის მდებარეობა და ფიზ. გეოგრაფიული და ისტორიული დახასიათება

ბოლნისის რაიონი მდებარეობს აღმ. საქათველოში, ქვემო ქართლის ვაკეზე. სამხრეთიდან ესაზღვრება სომხეთი და გადის ლოქის ქედზე, დასავლეთით ესაზღვრება დმანისის რაიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით მარნეულის რაიონი, ჩრდილოეთიდან კი მდ. ქციის ხეობითაა გამოყოფილი თეთრი წყაროს რაიონისაგან. რაიონის მთავარი მდინარეებია ქცია და მისი მარჯვენა შენაკადი მაშავერა.

ბოლნისის მახლობლად მოხდა საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ხვარაზმელების წინააღმდეგ 1227 წელს, ჯალალედინის მეთაურობით.

ბოლნისის სიონი ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია აქ არის უძველესი 3 ქართული წარწერა, რაც თარიღდება V  საუკუნით. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. X-XI საუკუნეებში ბოლნისის ტაძარში მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.

ბუნებრივი რესურსებიდან ამ ტერიტორიაზე არსებულ მადნეული ვხვდებით: ოქროსა და ფირუზის ნაწილაკებს, საშენ-მასალებიდან: ტუფს და ბაზალტს.

 

ტყიბული  

ტყიბულის ტერიტორიაზე შედის გელათისა  და მოწამეთას მოქმედი სამონასტრო  ძეგლები. რომლებიც მიეკუთვნება შუა საუკუნეებს. წმინდა გიორგის ეკლესია- კისიეთში,  ზედაუბნისა და ჯონიოს ეკლესიები, ასევე მოხურის ციხე.

ტყიბულის მახლობლად მოხდა ცნობილი ხრესელის რძოლა. 1757 წელს სოლომონ  I-ის დასამორჩილებლად იმერეთში თურქეთის დიდი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ერთი ნაწილი ხრესილის ველზე დაბანაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის დასაწყისში მათ გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს, ქართველთა თავდადებამ თავისი გაიტანა.  

 
Hosted by uCoz