>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

 პრობლემის მიმოხილვა


,,მსოფლიოში ვერცერთი ურთულესი ქიმიური კომბინატი და ვერც ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ინსტიტუტების კომპლექსი ვერ გაუწევს კონკურენციას ბუნებაში    მიმდინარე ქიმიურ პროცესთა რაოდენობას და სხვადასხვაობას”.

 

მინერალებს ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის.

მინერალების შემსწავლელ საგანს მინეროლოგია ეწოდება.

მინეროლოგია ჩაისახა უხსოვარ დროს ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უძველესი ცნობები მინერალთა შესახებ შემონახულია არისტოტელესთან (ძვ.წ.IV-ს), თეოფრასტთან (ძვ.წ. IV-III), ალინიუს უფროსი (ახ.წ.Iს)აგრეთვე, ძველი ჩინეთისა და ინდოეთის მეცნიერთა შრომებში. მინერალოგია, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება, დაკავშირებულია მეტალთა განვითარებასა  და ქიმიაში მინერალის  გამოყენებასთან. საქართველოში მინეროლოგიის ცოდნა ძველთაგანვე იყო გავრცელებული; ამაზე მეტყველებს ძვირფასი და სანახელავო ქვების ფართო გამოყენება, დადასტურებული მატერიალური კულტურული ძეგლებით.

ჩვენს დროში მოთხოვნილება ბუნებრივ მინერალზე სულ უფრო იზრდება. ისინი ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინერალები მრეწველობისთვის საჭირო ნედლეულია და ასევე, საჭირო  რესურსია პრაქტიკული საქმიანობისათვის.

ბუნებაში არსებული 2000-ზე მეტ მინერალიდან ყველა ერთნაირად არ არის გავრცელებული. მინერალები მნიშვნელოვანი  რაოდენობით მონაწილეობენ  ქერქის ამგებ ქანებში, ასეთ მინერალებს ქანმშენი მინერალები ეწოდება. ქანმშენი მინერალებია: კვარცი, ბიოტიტი, ავგიტი და სხვა.

მსოფლიოში უამრავი მეცნიერია, რომლებმაც შეისწავლეს მინერალები, მათ შორის ერთ-ერთი არის გამოჩენილი ქიმიკოსი ვერნადსკი, ვინც ზეპირად იცოდა ყველა მინერალის სტრუქტურა. ქართველი მინერალოგები არიან: ალ. თვალჭრელიძე, ალ. ჯანელიძე და სხვ.

ბუნებრივი მინერალების გარდა ზოგიერთი მინერალი სინთეზური გზითაც მიიღება.

 
Hosted by uCoz