>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

კვლევითი–ექსპერიმენტული ნაწილი


  • სასწავლო-სამეცნიერო ექსკურსიები

  • ოქროს, ფირუზის, გიშრის და სხვა მინერალთა საბადოების დათვალიერება-შესწავლა

  • მინერალთა ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა სპეციალურ კვლევით ლაბორატორიებში.

  • მოსახლეობაში ქართული ხალხური გამონათქვამების შეგროვება ქართულ ქვებზე.

  • სხვადასხვა  ქართული  მინერალების და  ქვების შესწავლა.                    

 

 

 

2006-2007 სასწავლო წლებში, სასწავლო-სამეცნიერო ექსკურსიებზე ვიყავით: ქ. თბილისის ალ. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალურ ნედლეულთა ინსტიტუტში, სადაც გავეცანით მინერალთა ქიმიური გაშიფვრის მეთოდს.

 

 

 

 

 

 

       

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინეროლოგიის და პალეონტოლოგიის განყოფილებაში ვნახეთ ულამაზესი მინერალები და კრისტალები, ასევე უნიკალური ნამარხები მინერალთა კრისტალური მესრები, მოვისმინეთ საინტერესო ლექციები, მოვინახულეთ ოთახი, რომელშიც იწვა და გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა, სწორედ ამან განაპირობა ქიმიის მანეროლოგიის და ქართული პოეზიის ინტეგრირება.

 

  

 

მოვინახულეთ მინეროლოგიის მუზეუმი-სალონი „ფირუზი“, ქარვასლა, სახელმწიფო მუზეუმი. აქ გაგვაოცა მინერალებისაგან და ძვირფასი ქვებისგან დამზადებულმა სამკაულებმა, სხვადასხვა ნივთებმა და ქვების სილამაზემ.

დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ორგანიზაციას და იმ პიროვნებებს, ვინც დაგვაინტერესა და დახმარება გაგვიწია თემის დამუშავების პირველ ეტაპზე.

 

მეორე ეტაპზე ჩაერთო 43 საჯარო სკოლა

 

43 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიზანს წარმოადგენს:

1. მინერალების, ძვირფასი ქვების, სამკურნალო მნიშვნელობა და ქიმიური პროცესების მიმდინარეობის შესწავლა ადამიანის ორგანიზმთან მიმართებაში.

2.   ასტროლოგიასა და ძვირფას ქვებს შორის კავშირი.

3. იმ ადგილების ბიოლოგიურ-გეოგრაფიული შესწავლა და რუქების შედგენა სადაც არის გავრცელებული მინერალები და ძვირფასი ქვები.

4. ხურორთმოძღვრული ძეგლების მოკვლევა-შესწავლა და ისტორიული მასალის მოძიება.

5.  კვლევები ქართულ პოეზიაში, მინერალების  და ძვირფასი ქვების გამოყენებასთან მიმართებაში.

 

შესავალი

მინერალებით მკურნალობას უძველესი ისტორია აქვს, რასაც მოწმობს ბერლინის წიგნთსაცავში შემონახული ძველთაძველი ეგვიპტელი მოაზროვნის ებერსის მიერ 3500 წლის წინათ შექმნილი ნაშრომი სახელწოდებით “ადამიანის სხეულის ყველა ნაწილის სამკურნალოდ დასამზადებელი წამლების წიგნი“, რომელშიც მოთხრობილია მინერალებით და კრისტალებით მკურნალობის შესახებ.

ლადო კოტეტიშვილის (1000 წლის წინათ დაწერილი) “უსწორო კარაბადინის“, ზაზა ფანასკერტელის (XVსს) “კარაბადინის“, დავით ბაგრატიონის (XVIსს) “იადგარდ დაუდის“ და სხვათა მატიანეების გაცნობისას განცვიფრებას იწვევს ის გარემოება თუ რა დიდი ადგილი ეკავა ძველ სამკურნალო საშუალებებს შორის ბუნებრივ მინერალებსა და     კრისტალებს.

ბუნების ზუსტი “რეცეპტურით“ წარმოქმნილი ესა თუ ის მინერალი და კრისტალი ფერის პარამეტრების ზემოქმედებით გვევლინება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე უარყოფითი პროცესების მკურნალად.

ქალაქ მინსკის სამედიცინო სამსახურის მიერ, დღეს მკურნალობისთვის წარმატებით გამოიყენება 44-მდე სახეობის მინერალი და კრისტალი.

კლასიკური ქვეყანა, სადაც ჩაისახა და ფართოდ გავრცელდა ძვირფასი ქვებისადმი რწმენა ითვლება ინდოეთი.  მეორე საუკუნეში შექმნილ სამედიცინო სახელმძღვანელოებში “ჩარაკა სამხიტა“ და “სუმუტრა სამხიტა“ აღწერილია ძვირფასი ქვები, როგორც სამკურნალო საშუალებები.

ქალაქ ატანა-სდუქში (ტიბეტი) ძვირფასი ქვებისგან აგებულია სასახლე, რომელსაც ამშვენებს სამკურნალო ქვები.

ძვირფასი ქვებით შეიძლება განიკურნოს 404-მდე სახეობის დაავადება;

სამკურნალო ძვირფასი ქვები დიდი სიძვირის გამო ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდარი ხალხისათვის;

უდიდეს ქიმიკოს რობერტ ბოილს სწამდა, რომ დაფქული ძვირფასი ქვების ფხვნილის სახით წამლებში დამატება აორმაგებს სამკურნალო საშუალების ქმედითუნარიანობას.

                                 

 

 

სასწავლო ექსკურსია “ცეოლითის“ კარიერზე

 

 

 

მინერალების შესწავლის მიზნით, 2007 წლის მაისში ვიყავით კასპის რაიონის სოფელ ხანდაქში,  სადაც ვნახეთ ცეოლითის კარიერი და ცეოლითის გადამამუშავებელი ქარხანა.

მინერალების და ძვირფასი ქვების შესწავლას ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ.

 

 

აქვე წარმოგიდგენთ შროშიდან ჩამოტანილი ქართული თიხით №43 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა გოგოლაძის ნამუშევრებს.

               

ამა წლის 28 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან  და ლექტორებთან: ბატონ  ბეჟან თუთბერიძესთან და ბატონ გურამ ღონღაძესთან ერთად ვიყავით სააქციო საზოგადოება “მადნეულში”. ვნახეთ, თუ როგორ ხდებოდა კარიერების აფეთქება, რომელთა გადამუშავებით მიიღება ოქრო.  

 

               

 

კვლევითი სამუშაოები გრძელდება...

 
Hosted by uCoz