>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

ოქროფირუზიგიშერი


ოქრო


ოქრო - აურუმ (Au)

                 

ოქრო ლათინური სახელწოდებაა - აურუმ. ის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის პირველი თანაური ქვეჯგუფის  ელემენტია. ატომური ნომერია 79.  ატომური მასა 196,9665. წარმოადგენს VII ჯგუფის ელემენტების გაგრძელებას. ამიტომ მთელი რიგი  თვისებებით ახლოს არის ამ ჯგუფის ელემენტებთან. ამასთან ამჟღავნებს პირველი ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში მდებარე ტუტე მეტალების მსგავს თვისებებს, რაც განპირობებულია გარეთა ელექტრონულ შრეზე ერთი ელექტრონით. ხოლო ოქროს ის თავისებურება, რომ მას მთლიანად შევსებული აქვს d ქვედონე განაპირობებს მის განსხვავებას მთავარი ქვეჯგუფის s ელემენტებისგან.

პირველი ჯგუფის მთავარ და თანაურ ქვეჯგუფის ელემენტებს შორის უფრო მეტი განსხვავებაა ელექტროქიმიური თვისებების მიხედვით, მაშინ, როდესაც მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები -ტუტე მეტალები - მიეკუთვნება ქიმიურად აქტიურ ელემენტებს, რომლებიც ადვილად შედიან ქიმიურ რეაქციებში.თანაქვეჯგუფის ელემენტები (Cu, Ag. Au) იჩენენ მკვეთრად გამოსახულ კეთილშობილი ელემენტების თვისებებს. ტუტე მეტალები ელექტროქიმიურ ძაბვათა მწკრივში მოთავსებული არიან დასაწყისში (მარცხნივ), ხოლო სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ბოლოში (მარჯვნივ).

Li Cs K  Ca  Na  Mg  Al  Mn  Zn Cr  Fe  Ni Sn  Pb  H  Cu Hg Ag Au

,,ოქრო არის პირველი მეტალი, რომელიც კაცობრიობამ აღმოაჩინა” - წერდა კ.მარქსი. ეს განპირობებული იყო ბუნებაში მისი თავისუფალ მდგომარეობაში არსებობით, თვალისმომჭრელი, ლამაზი, კაშკაშა  ყვითელი ფერით და ბრწყინვალებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ ნამარხებში, ქვის და ოქროს ნივთები ნეოლითურ ხანას მიეკუთვნება.

ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე ოქროს ფულის სახით იყენებდნენ: ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, მესოპოტამიაში.

Au–ოქროს ულამაზესი ელფერისა და ქიმიური მდგრადობის გამო, ალკიმიკოსები  უწოდებდნენ ,,მეტალთა მეფეს” და აღნიშნავდნენ მზის სიმბოლოთი.

ოქრო კრისტალდება კუბურ წახნაგცენტრულ სისტემაში, კუბის წახნაგის სიგრძე 4.075A0 ტოლია, ძლიერ ბლანტია. მისგან შეიძლება მიღებულ იქნეს ძლიერ თხელი ფენის ფურცლები, ე.წ კილიტა. მისი დამუშავება ადვილია და შეიძლება ნებისმიერი ფორმის მიცემა. ის მიეკუთვნება მძიმე მეტალებს. მისი ხვედრითი წონა 19,3 ტოლია.

ოქრო ელექტროობის და სითბოს კარგი გამტარია.

ოქრო ვერცხლთან იძლევა შენადნობებს ყველა შედგენილობით. ასეთივე მყარ ხსნარებს იძლევა ის პლატინასთან, პალადიუმთან და სპილენძთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი წახნაგების სიდიდეები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ოქროს  ახასიათებს დიდი მდგრადობა ატმოსფერული მოქმედებისადმი, ის სრულებით არ იცვლება ჰაერზე, მაშინაც კი, როცა ეხება წყალს. ისეთი აგრესიული ელემენტები, როგორიცაა ჰალოგენები, მშრალ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე ოქროზე არ მოქმედებენ. საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუ მასზე ვიმოქმედებთ ქლორის წყალხსნარით. ოქრო სწრაფად იხსნება ქლორის წყალხსნარში ქლორიდის  წარმოქმნით: 

2Au+3Cl2=2AuCl3

AuCl3=AuCl+Cl2

ოქრო იხსნება სამეფო წყალში:  

(სამი  მოცულობა მარილმჟავისა და ერთი მოცულობა აზოტმჟავას ნარევი)

Au+3HCl+HNO3=AuCl3+NO+2H2O            

ოქრო იხსნება აგრეთვე ცხელ H2SeO4 -სელენის მჟავაში.

ოქროზე არ მოქმედებს არც გამლღვალი ტუტეები და არც კონცენტრირებული მჟავეები, რაც აიხსნება ელექტროქიმიურ ძაბვათა რიგში მდებარეობით.

ნებისმიერ ხსნარში ოქროს აღმოჩენა შესაძლებელია კალიქლორიდით. მიიღება წითელი ან ვარდისფერი კოლოიდური ხსნარი.        

 ოქრო ნაერთებში გვხვდება ცვლადი  ვალენტობით I და III, რაც გამოწვეულია მათი ელეტრონების განლაგებით გარეთა ელექტრონული შრის მიმდებარე შრეზე.

ოქროს ოქსიდები ცუდად იხსნება წყალში. მისი ჰიდროჟანგები იჩენენ ამფოტერულ თვისებებს. მაგ: ოქროს ჰიდროჟანგი Au(OH)3

 ქროს მჟავაH3AuO3

                                                 

ოქროს მოპოვება და მიღება

        ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდს ოქრის გარეცხვა წარმოადგენს.ამისთვის, წვრილად დანამცეცებულ მთის ქანებს, ქვვიშრობებს ჩარეცხავენ. ოქროს, რომლის ხვედრითი წონა დიდია, რჩება ჭურჭლის ფსკერზე, მსუბუქი ქანები კი სითხესთან ერთად გამოსცილდება მას. ის შეიძლება მიღებულ იქნეს, აგრეთვე ვერცხლისწყალში  გახსნით. ცნობილია, რომ ამ დროს იძლევა ამალგამას, რომელსაც გამოხდით აცილებენ ვერცხლისწყალს, ოქრო კი რჩება.

ოქროს მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს ციანიდური ე.წ. პეტრე. ბაგრატიონის ხერხი - 1843წ (პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი (1818-1876) გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმისწულია), რაც დღემდე საუკეთესოდ ითვლება მეტალურგიაში. ის მადნიდან ოქროს უწვრილესი ნაწილაკების გამოცილების საშუალებას იძლევა, რომელიც ამალგამირების მეშვეობით არ ხერხდება.

 

 გამოყენება

     

ოქრო დიდი რაოდენობით გამოიყენება ნაკლებად კეთილშობილი მეტალების მოოქვრისთვის, მოოქვრას ორი მიზანი აქვს: პირველი, დავიცვათ სხვა მეტალები კოროზიისგან, მეორე-მივიღოთ ესთეტიკურად ლამაზი საგანი.

მედიცინაში ოქრო გამოიყენება კბილის გვირგვინის, ხიდების, ბჯენის, და სხვათა დასამზადებლად. ოქრო კლავს ბაქტერიებს, იგი აუცილებელია ორგანიზმისთვის.

ოქროს წლიური მარაგის თითქმის ნახევარი ინახება “ოქროს ზოდების“ სახით, სახელმწიფო ბანკებში, რითაც უზრუნველყოფილია  ქაღალდის ფული.

“ოქროს ქლორიდი“ გამოიყენება  გალვანური მოოქროვისას

 ოქროს სინჯი 583 გვიჩვენებს, რომ ოქროს შემცველობა არის 58,3%. ე.ი. 1000გ. ნაერთში 583 გ. არის ოქრო, დანარჩენი კი სპილენძი. სინჯის ნომერი გვიჩვენებს ოქროს შემცველობას.

 
Hosted by uCoz