ფირუზი
ფირუზი ერთ-ერთი ულამაზესი საიუველირო ქვაა. კაცობრიობისათვის
ცნობილია უძველესი დროიდან. ფირუზი სპარსულად ნიშნავს
ბედნიერ ქვას. არაბულად “ფირუჯაზი” ნიშნავს ქვას, რომელსაც
მოაქვს გამარჯვება. ფირუზს კალაიტსაც უწოდებენ (ბერძნულად ლამაზი).
ფირუზის ქიმიური შედგენილობაა CuAl6[PO4][OH]2
4H2O, CuO-9,78%
AL2O3
37,06%, P2O5- 34,90%,
H2O-17,72%. მინარევებიდ Fe2O3-21%-მდეა.
რკინის გარდა ფირუზში მინარევების სახით შეიძლება შეგვხვდეს Ca,
Zn, Mg, Cr, Ti
,V, Sr,
Ba, Mn, Na, Ag,
B, Co, Pb, Si. წინათ ორგანული ნივთიერება
ფირუზი ამორფულ მინერალად მიაჩნდათ.
ამჟამად დადგენილია, რომ იგი კრისტალდება.
სიმაგრეა-5-6; სიმკვრივე 2600-2800კგ/მ3,
ელვარება მქრქალი, ცვილის ფერი. ფერი: ცისფერი,
მტრედფისფერი, მომტრედისფრო-მწვანე, ლურჯი, გაკრიალება
აძლიერებს ფერს.
ფირუზი შეიძლება ფოსფორმჟავა აპატიტის
დაშლით წარმოიქმნას,
სპილენძი კი მისი მადნებიდან გამოიყოფა. აქტიურ როლს
ასრულებს ზედაპირული წყლები, ფირუზის წარმოშობა კავშირშია მაგმური
ქანების კონტაქტთან მყოფ დასალექ და მეტამორფულ ქანებთან. ფირუზი
წარმოიქმნება დანალექ ქანებში.
ფირუზის საბადოებია: ეგვიპტეში,
ჩინეთში-ტიბეტი, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ავღანეთში,
აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, სომხეთში. მსოფლიოში ცნობილი
საბადოა ირანში-ხორასანში.
საქართველოში ფირუზი ცნობილია მადენულის სპილენძის საბადოსთან
(ბოლნისი). პროფ. გ. გვახარიას
მიხედვით მადნეულის ფირუზი არის ჰიდროთერმულმეტასომატური
პროცესების პროდუქტი.
არქეოლოგია მნიშვნელოვან მასალას გვაძლევს საქართველოში ჯერ კიდევ
გვიან ბრინჯაოსა და ადრეულ რკინის ხანაში (ძვ.წ.
XIII-VIIსს) ფირუზის მძივებად გამოყენების შესახებ. ანტიკური ხანის
მცხეთის სამარხებში ხშირად არის ნაპოვნი ფირუზი. ეს ქვა ამკობს
ზევახის სარტყელს: მრგვალ ბალთაზე “ნუშისებრი ბუდეა”, რომელშიც
ფირუზის დიდი (3სმ სიგრძე) ამობურცული თვალი ზის. ფირუზი ამკობს
ასფარუგის სარტყელის ბალთებსაც. ოქროს დიადემა შემკული ფირუზის
თვალებით, ოქროს ყელსაკიდი (II-IIIსს) შემკულია ფირუზითა და
ალმანდით. ხშირადაა ნაპოვნი სამარხებში ამოცვენილი ფირუზის თვლები.
[ავტორთა ჯგუფი 'მცხეთა']
შუა საუკუნეების საქართველოში ფირუზი ერთ-ერთი გავცელებული ქვა
იყო, სხვა ძვირფას ქვებთან ერთად. იგი თითქმის ყოველთვის იყო
გამოყენებული საეკლესიო ინვენტარის- ხატების, ჯვრების, მიტრების
შესამკობად.
VII-IXსს მარტვილის სამიტროპოლიტო ჯვარი და ოქროს სანაწილე
შემკულია ფირუზით. ეს ქვა ამკობს ხობის X-XIსს. ღვთისმსობლის
ხატის, მაცხოვრის დასაკეც ოქროს ხატს, მოწამეთა საწინამძღვრო ჯვარს
(XI).
1460 წლის მცხეთის №124 სიგელში
მოხსენიებულია “ ოცდათორმეტი ფირუზიანი ოქროს ბეჭედი.”
სამკაულებისათვის ფირუზის
ფართოდ გამოყენების შესახებ საინტერესო მასალას გვაძლევს როსტომ
მეფის მეუღლის მარიამ დედოფლის (1634) და ერეკლე პირველის მეუღლის
მზითვბის წიგნები, საიდანაც ჩანს, რომ ნიშაბურის ფირუზით ყოფილა
შემკული საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები. ასევეა მოხსენებული
ფირუზი ანა ქსნის ერისთავის და ელენე ქსნის ერისთავის
მზითვის წიგნებში. ფირუზი ხშირადაა
გამოყენებული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი საეკლესიო წიგნების ყდების
სამკაულებად. (პირველი ნაბეჭდი სახარება). |