>>მთავარი გვერდი

>>პრობლემა

>>მინერალები

>>ძვირფასი ქვები

>>გეოგრაფია

>>პოეზია

>>კვლევა

>>ჩვენს შესახებ

 

ოქროფირუზიგიშერი


გიშერი


საქართველოში საბადოებია: შოდას მთაზე, ყაზბეგის რაიონში, ზემო სვანეთში. გიშერი- ორგანული წარმოშობის ძვირფასი ქვაა. გიშერი ნამარხი ნახშირის ძლიერი შავი, ელვარე სახესხვაობაა. სახელწოდება გიშერი ქართულია; ჩვეულებრივ გაგატს უწოდებენ. პლინიუს უფროსის ცნობით “გაგატი-ქვა ქვია მცირე აზიაში ლუკიაში არსებული ქალაქის მდინარის მიხედვით”. ქართულ ენაზე  გიშრის მეორე სახელწოდებაა სატი.

ქიმიური შემადგენლობა: ზოგჯერ შეიცავს მინარევს. სიმაგრე-2,5-4. სიმკვრივე-1300-1400 კგმ3.  ელვარება ხავერდოვანი ცვილისებრი. ფერი: შავი, გაუმჭვირვალე. გვხვდება დანალექ ქანებში (ქვიშაქვა-თიხიან მერგელოვან ნალექებში)  ნატეხების გროვების ბუდეების სახით. საწყისი მასალა - ხემცენარეული არაუკარიების ოჯახიდან.

გიშერი ლამაზი საიუველირო ქვაა. იყენებენ მძივების, ბეჭდების სამკაულების შესამკობად. საბადოებია: ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, რუსეთში, ციმბირში.

საქართველოში უხსოვარი დროიდან აწარმოებდნენ გიშრის, ოპოვებას და დამუშავებას, ამ მოსაზრებას ფაქტებით ადასტურებნენ არქეოლოგები გ. ნიორაძე და ბ. კუფტინი

მცხეთის ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია გიშრის ფიგურული მძივი ცხენის სქემატური გამოსახულებით. იგი მიუთითებს იმდროინდელი ხელოვნების მაღალ დონეზე. კარგად გათლილი გიშრის მძივები ნაპოვნია კლდეეთში(ზესტაფონის რ-ნი) ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნე. აქ ნაპოვნი გიშრის მძივების შესახებ არქეოლოგი გ.ლომთათიძე წერს; “სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი ადგილობრივი მასალისგან და ადგილობრივი (სახელდობრ ძველი ოკრიბის თუ არაგვეთის) ხელოსნების მიერ იქნებოდა  დამზადებული”.

როგორც ზ. ჭიჭინაძე  წერს: “გიშრის ხელოვნების ოსტატობამ და განვიარებამ იმერეთში აიდგა ფეხი”. ოკრიბაში გიშრის ადგილობრივ მომპოვებლებს და დამმუშავებლებს შეუქმნიათ დამუშავებასთან დაკავშირებით მთელ რიგი ტექნიკური ტერმინები: “გაჟანგვა-გაწმენდა, დახაშხაშება-დანაწილება, მოლესვა-გაკრიალება, დაფარვა-შემკობა” და სხვ.

საუკუნეების განმავლობაში ოკრიბელი ოსტატები გიშრიდან ამზადებდნენ მძივებს, სამკაულებს, კრიალოსნებს, ჯვრებს და სხვ.

ქუთაისში გიშრის წარმოებაზე სერგი მესხი გაზეთ  “დროებაში”  წერდა:  “ამ საუკუნის დამდეგიდან (1814 წ) უფრო გავრცელებულია  გიშრის წარმოება, მაგრამ 1839 წლამდე გიშრის ნივთების გაპრიალება არ სცოდნიათ და ამიტომ, მისგან ნაკეთები ნივთები არ იყიდებოდა. 1839 წელს  უფ.ივ. ნიკოლაძეს მოუნახავ გიშრის გაპრიალების საშუალება და ამის შემდეგ გიშერს უფრო მომეტებული პატივი დაედო და ხალხში გავრცელდა მისგან გაკეთებული ნივთების მოხმარება.

ქუთაისის გიშრის ნაკეთობანი მოხსენებული აქვს  ელიზე რეკლიუს. მ. პილაევს აღნიშნული აქვს, რომ გიშრის მოპოვება ხდებოდა ქუთაისის ახლოს.

საქართველოში აღრიცხულია გიშრის 23 პერსპექტიული საბადო და თავსდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: იურა, ოლიგოცენი და ზედა სარმატი.

გიშრის მთავარი საბადოები იმერეთშია: ტყიბულ გელათის რაიონში, ძიროვანი, ცუცხვათი,  ორპირი, არის ტოპონიმი “საგიშრე”. გიშერი გვხვდება აფხაზეთშიც (აზანთა, ღეჯი, ეშერა). აღმოსავლეთი საქართველოში იშრის საბადოები (მეტეხი და სხვ.)  შესწავლილია ნ. ხიდაშელის, თ. მგელიაშვილის მიერ.

ქართველი ხალხის ყოფაში გიშერი უძველესი დროიდან არის დამკვიდრებული. ქართველი პოეტები გიშერს ადარებდნენ ყველაფერ კარგს და საუცხოოს. რუსთაველისთვის გიშერი საყვარელი ქვაა. “ვეფხისტყაოსანში” გიშერი 21-ჯერ არის ნახსენები. გიშერს ატარებენ როგორც ავი თვალისაგან დაცვის საშუალებას. თვლიან, რომ  იგი ადამიანს იცავს, უარყოფით ენერგიას თავად იღებს და სკდება. 

 
Hosted by uCoz